ძირითადად ქურთებით დასახლებული ქალაქების მერების ნაცვლად თანამდებობებს მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირები დაიკავებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში 11 ათასზე მეტ მასწავლებელს უფლებამოსილება შეუჩერეს.
თურქეთის განათლების სამინისტროს ცნობით, გამოძიების დასრულებამდე 11285 მასწავლებელი იძულებით ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.
თურქეთში სულ 850 000 -მდე მასწავლებელია.
15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათგან 10 ათასი სამხედრო.
ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამავდროულად 130 ადგილობრივი მედიასაშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი 88 თანამშრომელი, მათ შორის 2 ელჩი გაათავისუფლეს.
ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






