ღამის 12 საათიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება
მსოფლიო - 13:15, 12 Sep, 2016     4776
დღეს, 12 სექტემბერს, ღამის 12 საათიდან, მუსლიმური დღესასწაულის ყურბან-ბაირამის დაწყებისას, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება.
აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის ათდღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.

სირიული მედიის ცნობით, აღნიშნულ გეგმას, რომელზეც ვაშინგტონი და მოსკოვი რამდენიმე თვე მუშაობდნენ, უერთდება სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ზავს მეამბოხეები.
გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირიის მთავრობა და ე.წ. ზომიერი ოპოზიცია თანამშრომლობისთვის მზად არიან. თუმცა სირიაში მოქმედი უმსხვილესია ისლამისტური დაჯგუფება „აჰრარ აშ-შამი“ გეგმის შესრულებაზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ სამშვიდობო ზავი სირიელი ხალხის მიზნებს არ შეესაბამება.

აქტივისტების ცნობით, სამშვიდობო ზავის დაწყებამდე სირიის არმია აჯანყებულების კონტროლირებად ტერიტორიებს აქტიურად ბომბავდა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე ორი დღის წინ შეთანხმდნენ.


მოლაპარაკები 12 საათი მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთის პირველი დიპლოამტები ჯონ კერი და სერგეი ლავროვი იღებდნენ.


მიღწეული შეთანხმებით, 12 სექტემბრიდან სირიის კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. 7 დღის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ცენტრი,რომელიც განსაზღვრავს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას.

გარდა ამისა, სირიის მთავრობამ ქვეყნის გარკვეულ რაიონებზე ავიადარტყმების მიტანა უნდაშეწყვიტოს, ხოლო ოპოზიციამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაზე უარი უნდათქვას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42