რა გავლენას ახდენს ადამიანის თვისებებზე მისი დაბადების წელი
ეს საინტერესოა - 12:45, 12 Sep, 2016     12052
დასავლური ასტროლოგიით კოსმოსი ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, რა გერგოთ წილად კოსმოსისგან დაბადების წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები აღიქმებიან, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულნი – უცნაურნი; „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებულნი – მშვიდი, ფლეგმატური; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონენი.
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. მათთვის სიყვარული არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას. არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ადამიანი სიყვარულში და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, თავისუფლებას მოითხოვს და არა შეზღუდვებს. მათ რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, მაგრამ ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მშვიდია, საკუთარ ნებას ნელ-ნელა ახორციელებს. თუმცა, ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
„ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები, ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტია არ გექნებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.
„ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული ადამიანებისთვის, დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ადამიანები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.
„კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წლებში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული შარმი აქვთ. ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ მონდომებით ცდილობენ, მათი ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ, რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან სიყვარულის ცეცხლით მცირე ხნით ინთებიან, წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში მათ სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42