ამ წესს ხშირად გაკვირვებაში მოყავს ის უცხოელები, რომლებიც იაპონიაში მიდიან სამუშაოდ. იმ დროს როდესაც დანარჩენ მსოფლიოში თანამშრომლის შექება მისი წახალისებისა და მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების სტიმულად ითვლება, იაპონელები ამ ფაქტს საპირისპიროდ აღიქვამენ.
ამავე დროს, ადმინისტრაციის მხრიდან ხშირია შენიშვნები და ყვირილიც კი, როდესაც იგი ხელქვეითის მუშაობის ხარისხით უკმაყოფილოა.
ერთერთი იაპონური ფირმის უცხოელი თანამშრომელი ასეთ ისტორიას ჰყვება:
თათბირის დროს, მისმა უშუალო უფროსმა იგი საჯაროდ შეაქო შესრულებული სამუშაოს გამო, რასაც კომპანიის ხელმძღვანელის უხეში ყვირილი - "სასწრაფოდ მოკეტე" მოჰყვა. იგი გაოცებული დარცა, თუმცა, მას შემდგომში აუხსნეს, რომ ქვეყანაში ხელქვეითის შექება მიღებული არ არის.
რამდენად ამართლებს მენეჯმენტის ეს წესი თავად განსაჯეს, თუმცა, გაითვალისწინეთ - თუ თქვენი იაპონელი უფროსი თქვენს შესახებ არაფერს ამბობს, ესეიგი იგი თქვენი მუშაობით კმაყოფილია.
მასალის გამოყენების პირობები






