"იდენტობის" აქტივისტი ჰომოსექსუალ, მაგრამ ჰომოფობ თანამომოქალაქეებს მიმართავს
საზოგადოება - 11:12, 06 May, 2013     1972

 


ვაჭარაძე მათ მიმართავს, უარი თქვან ჩრდილში დგომაზე და ღიად და დაუფარავად გამოხატონ თავიანთი ორიენტაცია.

 

ბლოგტექსტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ისევ ღიად ვრცელდება ინტერნეტსივრცეში და რომ ამის წინააღმდეგ ზომების გატარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია: "სავარაუდოდ, ვიდეო მსოფლიოს ყველა პორნოგრაფიულ ინტერნეტ გვერდზე აქვს აქაჩული პატრონს", - წერს ვაჭარაძე.

 

"იდენტობას" აქტივისტი მიმართვის ადრესატებს მოუწოდებს, ჯერ საჯაროდ გამოხატონ თავიანთი ორიენტაცია, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღონ იმ აქციებში, რომლეიც ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნით ტარდება.

 

"ჰომოფობიური სიძულვილის ბუდედ ცნობილ მედია-კავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი თავად ბისექსუალურ ორგიას აწყობდა, თუმცა ეთერში ერთხელაც არ გამოუხატავს პროტესტი, თუნდაც იგივე ირმა ინაშვილის მიმართ, რომელიც მისი და მისნაირი ადამიანების მიმართ უდიდეს სიძულვილს ქადაგებს, რელიგიის სახელით! ინაშვილის დამსახურებით ქართული ენის ლექსიკური მარაგი გამდიდრდა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა მაგალითად "სულითპედერასტი" ან "სულპედერასტი".

 

მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში გიორგი ფარესიშვილი უკიდურესად ჰომოფობ ლადო სადღობელაშვილთან ერთად "არასამთავრობო ორგანიზაციას" "მამული, ენა, სარწმუნოება" – აფუძნებდა და გვთავაზობდა მართლმადიდებლობისთვის მოვმზადებულიყავით, მაშინ როდესაც მისი თანამოაზრეები ჰომოსექსუალების საცემად დაძრწოდნენ ქალაქში, თავად ფარესიშვილი საღამოობით გეი და ბისექსუალურ ორგიას აწყობდა და მისდა უნებურად პირველი ქართული დოკუმენტური პორნოფილმის ვარსკვლავიც გახდა.

 

მეტიც, მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ კადრების გავრცელების საპასუხოდ მის მიერვე ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე საკუთარი ღირსება დაეცვა და უფლებების აღდგენა მოეთხოვა. მან კვლავ ქვიშაში თავის ჩარგვა ამჯობინა, კადრებს ფალსიფიკაცია უწოდა, ხოლო გავრცელების ფაქტს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცა. რასაკვირველია, ეს მცდელობა უიმედო იყო", - აღნიშნავს ირაკლი ვაჭარაძე.

 

"გიორგი ფარესიშვილს რცხვენოდა თავისი ჰომოსექსუალობის, როდესაც სინამდვილეში მას ირმა ინაშვილის და ლადო სადღობელაშვილის გვერდით დგომის უნდა შერცხვენოდა. სადღობელაშვილის, რომელმაც მას "ოცნებაში შემოგდებული უწოდა" და თავად დაიწყო ფარესიშვილის ვიდეო კადრების გაზიარება, სიძულვილით აღსავსე კომენტარების თანდართვით.

 

ფარესიშვილმა ვერ შეძლო საკუთარი თავის მიღება, ამიტომ მან მიიღო ირმა ინაშვილი და ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც მას არასდროს მიიღებენ ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოძალადესთან ასოცირებით, იგი საკუთარ თავს გაემიჯნა და თავისიანების ჩაგვრაში მიიღო მონაწილეობა.", - ასკვნის ბლოგტექსტის ავტორი და "იდენტობას" აქტივისტი.

 

ირაკლი ვაჭარაძის ბლოგტექსტს და "ფეისბუქზე" მის გაზიარებას "ობიექტივის" წარმომადგენლები ილია ჩაჩიბაია და ნინო ჯღარკვა გამოეხმაურნენ. "ოპბიექტივის" ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია აღნიშნავს, რომ ირმა ინაშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ გიორგი ფარესიშვილი "ობიექტივის" ჟურნალისტი არ არის. მისი თქმით, ფარესიშვილი ერთ-ერთი გარეწამყვანი იყო იმ 130-დე წამყვანებს შორის, რომლებიც გადაცემებს აკეთებენ, მაგრამ "ობიექტივის" გუნდის წევრები არ არიან:

 

"იდიოტი ვერ მიხვდება მხოლოდ, რომ ფარესაშვილი 2 წლის წინ მართლაც იყო სხვა 130 წამყვანს შორის "ობიექტივის" გარე წამყვანი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ ჩვენ და ბევრი თემატიკა შუქდება, მრავალ უფლებადამცველს, პოლიტიკოსს, ექიმს, მსახიობს, დიზაინერს თუ პოლიტოლოგს აქვს დრო დათმობილი. გარე წამყვანები ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მოდიან, უხელფასოდ, საკუთარი სურვილით, აკეთებენ გადაცემას და მიდიან – ასეთივე იყო გიორგიც. ფარესაშვილი ჩვენი ჟურნალისტი არც ადრე ყოფილა და არც დღეს არის, ვიმეორებ, უბრალოდ დიდი ხნის წინ რამდენიმე გადაცემა წაიყვანა. რა გინდათ ახლა დაამტკიცოთ, ვერ ვხვდები. ყველა უსიამოვნო საქმეში, უსაფუძვლოდ, "ობიექტივი" რატომ უნდა გარიოთ?!", - წერს ილია ჩაჩიბაია, რასაც "ობიექტივის" კიდევ ერთი წამყვანი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც ეთანხმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42