ძილის დროს თავის ტვინი ყველაზე საჭირო, პრიორიტეტულ ინფორმაციას არჩევს და ინახავს
ეს საინტერესოა - 15:55, 11 Sep, 2016     4456

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილის დროს თავის ტვინი არჩევს ადამიანისთვის ყველაზე აუცილებელ ინფორმაციას და მას მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში ინახავს.

ექსპერიმენტში, რომელიც სუონსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 80 ტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტის დროს სტუდენტები, რომელთა მშობლიური ენა ინგლისურია, ვალიურ (უელსის მცხოვრებთა ენა) ენას სწავლობდნენ. სტუდენტები ადრე არასდროს ცხოვრობდნენ უელსში და არ უსწავლიათ ვალიური.

სტუდენტების ერთი ნაწილი ახალ სიტყვებს ძილის წინ სწავლობდა, ხოლო მეორე ნაწილი სწავლის შემდეგ რამდენიმე საათი ფხიზლად იყო.

როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდები, რომლებიც სწავლის შემდეგ იძინებდნენ, მასალას უკეთ იმახსოვრებდნენ.

გარდა აღნიშნულისა, უკეთესი შედეგები ჰქონდათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ვალიური ენის შესწავლას მიზანდასახულად უდგებოდნენ.

"აქ მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ თქვენი პირადი წარმოდგენები და შთაბეჭდილებები ეხმარება ტვინს ძილის დროს მხოლოდ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია დაამუშავოს და დაიმახსოვროს," - აცხადებს ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკ ბლეგროუვი.

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ძილი გასული დღის მოგონებების კონსოლიდირებას უწყობდა ხელს, თუმცა ახლა მეცნიერები აცხდებენ, რომ მთავარი პრიორიტეტული შთაბეჭდილებებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42