უმსხვილესი ინვესტორის ინვესტიცია განათლებაში - პროექტები მაღალმთიანი აჭარისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:46, 10 Sep, 2016     2469
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ღონისძიებას დაესწრნენ - ინვესტიცია განათლებაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კომპანიის მიერ მაღალმთიან აჭარაში დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთა სწავლასაც აჭარისწყალი ჯორჯია აფინანსებს, განთლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანიის მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე.

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშენებლობას ახორციელებს. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია Tata Power-ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ . ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კომპანიის პრიორიტეტია განათლების და ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა მაღალმთიან აჭარაში.

შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, კომპანია ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება - განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42