ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეპარქიებში არსებულ ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ღამისთევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართა.
სააღდგომო ლიტანიობა 23.00 საათზე დაიწყო. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მწუხრის ლოცვის შემდეგ, ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო, რომლის დროსაც, სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს გალობდნენ.
ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა.
აღდგომის ღამეს, ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა იერუსალიმიდან სმების ტაძარში მიაბრძანა.
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს.
ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები






