9 სექტემბრის ანონსი
ანონსი - 20:00, 08 Sep, 2016     1521

10:30 – 12:30 საათზე - სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”, დარბაზი #1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაცია წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“. პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

11:00 საათზე - ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანი მინდია ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ატაშეები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა 577 39 39 13

11:00 საათზე - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლებს მოინახულებს.

მისამართი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლქვი

საკონტაქტო პირი - დალი გოგოლაძე: 595 01 71 74

11:00 საათზე - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.

მისამართი: კოსტავას 14, სასტუმრო თბილისი რუმსის მოპირდაპირე მხარეს (კლუბის ყოფილი შესასვლელი.

საკონტაქტო ნომერი: 514 00 84 48

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში", "ქართული ოცნების" წევრი ლუკა კურტანიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო პროცესები და მასში ჩართულობა; პოლიტიკური გეგმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე - ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაესწრება გენერალ მაზნიაშვილის ძეგლის გახსნას.

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში", "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პოლიტიკური და პარტიული სიები, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში, რესპუბლიკელების ინიციატივა აშშ-ს ბაზების განთავსებაზე საქართველოში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ (Twinning) დახურვასთან დაკავშირებული კონფერენცია.

მის.: ქეთევან დედოფლის N96 ( სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისი)

საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99

12:00 საათზე - კინოს სახლში, ,,დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი, კორუფციისა და პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „მაგთიკომის“ ფილიალის ოფისის წინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგიტა მურცხვალაძე შიმშილობის აქციის გამართვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის. რუსთაველის 22

საკონტაქტო ტელ: 593 90 62 75; 551 19 34 38

15:00 საათზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი, თემაზე - "კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ კონფერენციას გახსნიან.

მის.: ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ. #45; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზი.

16:30 საათზე - საია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის პროექტთან“ დაკავშირებით სარჩელს წარდგენს და იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც „სოლოლაკის მაღლობის“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვები გაიცა.

საქმეზე მოპასუხე მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წარმოადგენენ.

17:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

18:00 საათზე - რესპუბლიკური პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, თამარ კორძაიას ინიციატივთ, კანცელარიის მიმდებარე სკვერში აღინიშნება წიგნიერების საერთაშორისო დღე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42