NATO-საქართველოს ურთიერთობა და აშშ-ს პოლიტიკური მხარდაჭერა - ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან
პოზიცია - 19:06, 08 Sep, 2016     2779
ვარშავის სამიტზე დაწყებული პროცესი თბილისში წარმატებით გრძლედება. საქართველო ატლანტიკური საბჭოს სხდომასა და ნატო-ს გენერალურ მდივანს მასპინძლობს.

იენს სტოლტენბერგმა, რომელიც თბილისში NATO-ს გენერალური მდივნის რაგნში პირველად იმყოფება, საქართველოს მისამართით მორიგი მხარდამჭერი განცხადებები და პოზიტიური გზავნილები გააჟღერა.

NATO-ს გენერალური მდივნმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, ითქვა, რომ ჩვენს ქვეყანას „ნატოში“ ელოდებიან.

ამის პარალელურად, საქართველო დღის წერიგშია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. კონგრესმა დღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.

პარალელურად ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ქვეყანაში აშშ-ს ბაზების განთავსების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

„ნიუპოსტი“ ყველა ამ საკითხზე ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელს ბათუ ქუთელიას ესაუბრა:

- თბილისი ატლანტიკური საბჭოს სხდომასა და ნატო-ს გენერალურ მდივანს მასპინძლობს, როგორ აფასებთ მაღალი რანგის ვიზიტს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და რა მნიშვნელობის მატარებელია დედაქალაში გაკეთებული გზავნილები?

ბათუ ქუთელია : „ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია თავისი ფორმით, შინაარსით, მნიშვნელობით და დროის შერჩევით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს NATO-ს გენერალური მდივნის მეოთხე ვიზიტია საქართველოში, გარდა ამისა მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის შინაარსი: პირველი - ის რომ საქართველოს ნატოში ელოდებიან (ანუ საქართველო ნატოს წევრი გახდება). მეორე - ვარშავის სამიტზე დამატებითი მექანიზმები მოგვცეს, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და ვუზრუნველყოთ ქვეყნის უსაფრთხოება, სანამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს მივიღებთ - ეს არის აღჭურვა, ტერიტორიული თავდაცვისთვის მომზადება, წვრთნები ჩვენს ტერიტორიაზე, ანუ მეტი ნატოს ყოფნა საქართველოში და ასევე მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ საქართველო არ განიხილება განყენებულ თემად, არამედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილია. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, რაც მთავარია შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი და ამასთან დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს თავისთვისაც.

- რამდენად რეალურია აშშ-ს ფლოტის ჩვენს ქვეყანაში განთავსება, ამ საკითხზე ექსპერტები და პოლიტიკოსები განცხადებებს აქტიურად აკეთებენ...

- ეს არის გამარტივება იმ მნიშვნელოვანი საკითხის, რასაც საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ქვია. საქართველო აშშ -ს სტრატეგიული თანამშრომლობის კონტექსტში, რაც უფრო მეტი დამატებითი მექანიზმები შეიქმნება ორმხრივი უსაფრთხოების ინტერესების გასათვალისწინებლად, უფრო წაადგება, როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

სამხედრო ბაზების ყოფნა-არყოფნა იმ დღის წესრიგის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც უნდა გვქონდეს და რომელიც უნდა განვავითაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იგივე საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნა და შესაბამისი აღჭურვა სამხედრო ტექნიკით იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. ბუნებრივია სამხედრო ბაზის ყოფნა შეიძლება გახდეს საჭირო, იმ რეგიონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც დღეს სახეზეა. სტრატეგიული თანამშრომლობა სწორედ ამას ითვალისწინებს, საქართველო ინფრასტრუქტურულად, სამხედრო თავსებადობითაც მზად არის, მაგრამ ეს არის ნაწილი მთლიანი სტრატეგიული თანამშრომლობისა და ყოველთვის საერთო კონტექსტში უნდა იყოს ჩასმული.

- ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ რეზოლუციას ჩვენი ქვეყნისთვის?

- ეს არის ძალიან დიდი და პრინციპული მხარდამჭერი რეზოლუცია, მსგავს რეზოლუციებს კონგრესი იღებდა მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა მოახდინა სუვერენული ქვეყნების ოკუპაცია, ის ხდებოდა აშშ-ს პოლიტიკის ნაწილი. ეს ბალტიის ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში კეთდებოდა. დღეს, მსგავსი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უნდა გადაწყდეს და როცა რუსეთი ძალიან აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს. გარდა ამ რეზოლუციისა, საქართველოს მხრიდანაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული...

- კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი?

- ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, საქართველომ დემოკრატიული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა უნდა გააგრძელოს, იმისთვის, რომ უფრო მეტი პოლიტიკური და ტექნიკური საშუალება გვქონდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და რეინტეგრაცია მოვახდინოთ. საქართველოს ხელისუფლებამ საჭირო დროს უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. ამის ბევრი პრეცენდენტი იყო ევროპაში და ყველა მათგანის უკან აშშ იდგა. კონგრესის მსგავსი რეზოლუციები ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის განხორციელების ბერკეტი შეიძლება გახდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42