ბარაკ ობამასა და როდრიგე დუტერტეს მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ორი დღის წინ, ფილიპინების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამა უცენზურო სიტყვით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (“ასეანის”) სამიტზე გამგზავრებამდე მოიხსენია, სადაც ბარაკ ობამას უნდა შეხვედროდა.
ფილიპინების პრეზიდენტის გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია. ჟურნალისტმა დუტერტეს ჰკითხა, როგორ აპირებდა ობამასთვის აეხსნა ფილიპინებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარებული ანტინარკოტიკული ოპერაციების დროს ორი ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობა.
„მე სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩვენ დიდი ხანია კოლონია აღარ ვართ. მე არ მყავს სხვა უფროსი, გარდა ფილიპინელი ხალხისა. საჭიროა პატივისცემის გამოვლენა. მე შენ დაგწყევლი ამ ფორუმზე, ნაბიჭვარო” – განაცხადა დუტერტემ.
აღნიშნულ განცხადებაზე ჟურნალისტებმა კომენტარების გაკეთება აშშ-ის პრეზიდენტ სთხოვეს. ობამამ მათ სიცილით უპასუხა და დუტერტეს "ჭკუამხიარული ბიჭი" უწოდა. ასევე დასძინა, რომ კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს, თუმცა ამერიკულმა მხარემ ბარაკ ობამას ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრა მაინც გააუქმა.
მოგვიანებით დუტერტემ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ უცენზურო სიტყვა პირადად ბარაკ ობამას მიმართ არ იყო ნათქვამი.
მასალის გამოყენების პირობები






