ნოდარ კერესელიძემ რიგაში ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 08 Sep, 2016     1304
ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” გაიხსნა, სადაც ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსს უმასპინძლა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 9 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: „შალოშვილის ღვინის მარანი“, „არიანი“, „ვაზიანი“, „კახური“, „ბადაგის“ ჩურჩხელა, მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, კომპანია „ზედაზენის“ ლუდი და გამაგრილებელი სასმელები, კომპანია „კულას“ ნატურალური წვენები და სხვადასხვა ქართული ტკბილეული.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსს შეხვდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლატვიაში, მხოლოდ ქართული ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ევროკაშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვის შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების საშუალება ექნებათ“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობას. იანუს დუკლავსმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს ლატვიის გამოცდილება გაუზიაროს და ამ მიზნით, ქართველი სპეციალისტები მიიწვიონ და გადაამზადონ ლატვიაში.

საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 700-ზე მეტი კომპანია. წელს აღნიშნული გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკიმ გახსნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42