ფირალიშვილი: პერსონა, რომელიც ამ კადრებს იყენებს, ძალაუფლებით ბრიყვულად ტკბება
საზოგადოება - 13:24, 04 May, 2013     2161

 

"ამ რამდენიმე დღის წინ "რედისონში" არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გამოძიების დამთავრებისთანავე წინა ხელისუფლების დროს შექმნილ ადამიანთა მაკომპრომეტირებელ არქივს გაანადგურებდნენ. მანამდე კი ამ მასალის გავრცელება აღიკვეთებოდა. წინა ხელისუფლების დროსაც კი ამ მასალის არსებობას გულმოდგინედ მალავდნენ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდნენ. ახლა კი, უცებ, განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე იყენებენ. პროტესტანტი ჟურნალისტების მეტი რა არის ამ ქვეყანაში?!

 

ძნელი წარმოსადგენია, რომ შს მინისტრს ამ კადრების გავრცელების შესახებ სცოდნოდა. ჯერ ერთი, რომ გავრცელება მოხდებოდა პირობის დადებიდან სულ ორიოდე დღეში და, რაც მთავარია, მას ამისი პრაგმატული საჭიროება არა ჰქონია. თანაც, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ჟურნალისტზე შურისძიებასთან არ გვაქვს. მე მაინც მგონია, ამის გამკეთებელმა კარგად იცის, რომ ბრალდებათა პირველი ობიექტი იოლად გახდება შს მინისტრი და თავად თავს დაიძვრენს. მოკლედ, როგორც ჩანს, მან ორმაგი დარტყმა განახორციელა: ჟურნალისტზე და შს მინისტრზე. ყველა შემთხვევაში, საქმე გვაქვს პერსონასთან, ვინც ბოროტად და ბრიყვულად ტკბება იმ ძალაუფლებით, რომელსაც მას ასეთი მასალის არსებობა ანიჭებს. ასეთი ადამიანები ყოფაში საზიზღრები არიან, პოლიტიკაში კი - უკიდურესად საშიშები.

 

საქმე მხოლოდ სოდომური კადრების არსებობას არ ეხება. წინა ხელისუფლებას მეუღლეთა ინტიმური ცხოვრების აუდიოჩანაწერებიც კი ჰქონიათ. წარმოიდგინეთ, ძალაუფლებით ტკბობის რა ბინძური და ბოროტი ფორმებია.

 

უკანონო თვალისდევნება (ვისაც არ უნდა ადევნებდნენ თვალს და რასაც არ უნდა სჩადიოდეს იგი) ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის საკუთარი ხალხის ხელისუფლება, რომ იგი შეთქმულია თავისი საზოგადოების წინააღმდეგ და რომ ძალაუფლების შენარჩუნების ბრმა ჟინითღა ცხოვრობს. ახალმა ხელისუფლებამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მას ეს არ ეხება და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამაში ამ კადრების გავრცელების საქმის გამოძიებას ექნება, მითუმეტეს, რომ სასწორზეა შეგდებული პრემიერისა და მინისტრის დაპირებები.

 

ძალიან კარგი, რომ ეს მასალა სწორედ წითელ პარასკევს დაიდო. ამით ბოროტებამ კიდევ ერთხელ მოსინჯა, თუ რამდენად ვართ ქრისტიანები. მას ხომ მუდამ ავი სურს და, თავისდაუნებურად, კეთილს სჩადის."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42