,,ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომლებიც დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს“ – NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში
პოზიცია - 18:03, 07 Sep, 2016     2676
საქართელოს ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო სტუმრობს. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ნატო-ს გენერალური მდივანი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

სხდომა იენს სტოლტენბერგისა და გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, აქვს ყველა ბერკეტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის:

"ჩემთვის ძალზედ სასხიარულოა დღევანდელი ვიზიტი. მოგესალმებით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მსურს მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მოსახლეობას სტუმარმასპინძლობისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისი გვმასპინძლობს. ასევე მაქვს საშუალება მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე. მსურს ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს და ვისაუბრო იმ მსხვერპლზე, რომელიც საქართველოს სამხედრო მოხელეებმა გაიღეს. დღევანდელი შეხვედრის თვალსაზრისით, კომისია განიხილავს სხვადასხვა საკითხებს. განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თვალსაზრისით. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში რუსეთის ფაქტორის გავლენაზეც დაუსვეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით დამოუკიდებელი ქვეყნები დამოუკიდებლ გადაწყვეტილებებს იღებენ იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ალიანსის წევრი გახდნენ და რომლის არა. ნატოს ხელმძღვანელის თქმით საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მხოლოდ საქართველოს და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია და ამაში სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა:

„ნატოს ფუნდამენტალურ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი არჩევანის შესაბამისად შეუძლია განვითარება. თავად ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელი სამხედრო ალიანსის წევრი გახდება და ა.შ. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის უფლებაა. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა ეს ნატოს წევრი 28 ქვეყნის და საქართველოს გადასაწყვეტია და სხვა არავის აქვს არც ვეტოს და არც ამ პროცესებში ჩარევის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოება არ მოსწონს ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას და მონტენეგრო ხდება 29-ე წევრი.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

,,საქართველოს ხელშია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა იმოძრაოს ნატოსკენ“ - აღნიშნა იანს სტოლსენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეფორმების გზაზე მარტო არ არის.

"ჩვენ ჩავატარეთ პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა, ჩვენ წავრმართეთ სიღრმისეული დისკუსია საქართველოს წვლილზე უსაფრთხოების სფეროში, იმ მიღწევებზე რომელიც გაგაჩნიათ. ნატოს და საქართველოს გააჩნია ორმხრივ ურთიერთობაზე დამყარებული ურთიერთობა. ნატო მადლიერია იმ სამხსახურისთვის, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაწიეს ავღანეთში. საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო, საქართველო ასევე ახორციელებს ამბიციურ თავდაცვის რეფორმებს ქვეყნის შიგნით, აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას“ - განაცხადა იანს სტოლტენბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42