"ეს (სანქციების გაფართოება) დისონანსურია იმ თემებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლო თანამშროლობას ეხება მნიშნელოვან საკითხებში და რომლებიც პრეზიდენტებმა შეხვედრაზე განიხილეს“ - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთიმ ისევე როგორც ადრე, ახლაც საპასუხო პრინციპის პოლიტიკით იხელმძღვანელებს. კრემლის პრესსპიკერმა ამავდროულად აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, როგორი იქნება საპასუხო ზომები.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.
სანქციების გაფართოების შესახებ ინფორმაცია სამთავრობო გამოცემის Federal Register-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება 7 სექტემბრიდან შედის ძალაში.
გადაწყვეტილების თანახმად, სანქციები დაუწესდება 81 კომპანიას, მათი უმრავლესობა, 50 კომპანიაზე მეტი „გაზპრომის“ დაქვემდებარებაშია.
კომპანიებიდან 7 ყირიმშია რეგისტრირებული, 2 ჰონგ კონგში, 2 ინდოეთში დანარჩენი 75 კი რუსეთში.
სანქციები ასევე დაუწესდა ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს. ასევე, ქერჩის ხიდის მშენებლობის დამკვეთ კომპანია “ტამანზე”, რომელიც ფედერალურ საგზაო სააგენტოს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ პირველად აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა ელექტრონიკის მწარმოებელი 11 კომპანია, რომლის ნაწარმი შესაძლოა სამხედრო მრეწველობისთვის იყოს გამოყენებული.
აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს.
აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე არ გაუქმდება.
მასალის გამოყენების პირობები






