გიორგი ფარესაშვილის საქმე ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა
საზოგადოება - 22:51, 03 May, 2013     4459


სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც "საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს .

 

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესაშვლის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დაახლოებით ორი საათის წინ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთ ვებ-გვერდზე იყო ატვირთული. ვიდეოს სათაურის მიხედვით, მასალაში უფლებადამცველი გიორგი ფარესაშვილი იყო გადაღებული, თუმცა, მოგვიანებით სააგენტო "პრაიმერის" ოფისში მისულმა გიორგი ფარესაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და არა რეალობა.

 

კადრების გავრცელებამ აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტმომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში. სოციალურად აქტიურმა მომხმარებლებმა ხვალ, 4 მაისს, 15.00 საათზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაანონსეს სახელწოდებით "აღარ გვინდა კადრები!". "ფეისბუქის" იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც "ფეისბუქზე" გამოხატავენ მზადყოფნას, შეკრებას შეუერთდნენ, თანდათან იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42