მერკელი აშშ-სა და რუსეთს ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 15:08, 07 Sep, 2016     2138

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აშშ და რუსეთი რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და სამედიცინო დაწესებულებები იბომბება.

„მე შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ აშშ და რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მალე შეთანხმდებიან, რადგან იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, იბომბება სამედიცინო პუნქტები. ეს ყველაფერი მიუღებელია“ - განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, სირიაში მომუშავე მოხალისე ექიმებმა და მაშველებმა, ბაშარ ასადის არმია ქიმიური იარაღის გამოყენებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

მათი თქმით ალეპოს გარეუბან სუკარიში სამთავრობო ძალებმა ტოქსიკური ქლორის ბომბები ჩამოყარეს, რის გამოც საავადმყოფოში 100 მეტი ადამიანი მოხვდა.

სირიის ხელისუფლება ავიაიერიშების დროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფს, თუმცა აგვისტოში გაეროს ეგიდით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა, მინიმუმ ორჯერ უკვე გამოიყენეს მომწამვლელი გაზი 2014 და 2015 წლის განმავლობაში.

საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებდა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აშშ და რუსეთი G20-ის ფარგლებში, ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიაღწევდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები სირიის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად დაახლოვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42