„ყირიმში ჩავფრინდი. ეს წუთია უმეროვი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუშვეს“ - წერს ფეიგანი.
როგორც უკრაინული მედია იტყობინებოდა, სამედიცინო კომისია 7 სექტემბერს უნდა შეკრებილიყო და უმერევის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეეფასებინა.
ილმი უმეროვი მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და სეპარიტზმში დასდეს ბრალი. ამის მიზეზი კი ინტერვიუ გახდა, რომელშიც ის პუტინს მოუწოდებდა, ყირიმი უკრაინისთვის დაებრუნებინა.
დაკავების შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ, ყირიმის სასამართლომ მეჯლისი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მას რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა აუკრძალა.
11 აგვისტოს უმეროვი სასამართლო დარბაზში ცუდად გახდა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 აგვისტოს კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და დღემდე იქ იმყოფებოდა.
უმეროვის დაკავებამ და შემდეგ ფსიქიატრიულში მოთავსებამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
საერთაშორისო უფლედამაცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch -მა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უმეროვის გათავისუფლება მოითხოვა.
შეგახსენებთ, ილმი უმეროვი, ანტიპუტინისტური განცხადებებით გამოირჩეოდა.
მასალის გამოყენების პირობები






