რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას კიბერშევეტებით გეგმავს - WP
მსოფლიო - 13:07, 07 Sep, 2016     2094

რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას კიბერშევეტებით გეგმავს.

ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ დაზვერვის თანამშრომლებსა და კონგრესის წევრებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, აშშ-ის სპეცსამსახური ფართომასშტაბურ საიდუმლო როპერაციას ატარებს, რომელიც მათი თქმით, ამერიკაში რუსეთის გეგმების ლიკვიდაციას ისახავს მიზნად.

გამოცემის თანახმად, როგორც მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რუსეთის ოპერაციის მიზანს დეზინფორმაციის გავრცელება, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვა წარმოადგენს.

ამერიკის სპეცსამსახურები შეშფოთებულები არიან საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში შესაძლო დესტაბილიზაციით.

უწყების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მათ არ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ რუსები აშშ-ის არჩევნების ჩაშლის ბერკეტებს ფლობენ, თუმცა ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ არიზონასა და ილინოისის საარჩევნო სისტემაზე კიბერთავდასხმაში რუსეთის მონაწილეობა ეჭვგარეშეა.

„სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა, კრემლის მიზანს არ წარმოადგენს ხმის მიცემის შედეგებში ცვლილება, არამედ ქაოსის შექმნა და პროპაგანდისტული მასალების შეგროვება რაც ძირს უთხრის აშშ-ის მცდელობას, მსოფლიოში დემოკრატიის დამყარებაში, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“ - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, ივლისში დემოკრატიული პარტიის შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. აშშ-ის ხელისუფლებამ კიბერშეტავაში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "დემოკრატმა" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით განაცხდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა, რის გამოც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42