სანქციების გაფართოების შესახებ ინფორმაცია სამთავრობო გამოცემის Federal Register-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება 7 სექტემბრიდან შედის ძალაში.
გადაწყვეტილების თანახმად, სანქციები დაუწესდება 81 კომპანიას, მათი უმრავლესობა, 50 კომპანიაზე მეტი „გაზპრომის“ დაქვემდებარებაშია.
კომპანიებიდან 7 ყირიმშია რეგისტრირებული, 2 ჰონგ კონგში, 2 ინდოეთში დანარჩენი 75 კი რუსეთში.
სანქციები ასევე დაუწესდა ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს. ასევე, ქერჩის ხიდის მშენებლობის დამკვეთ კომპანია “ტამანზე”, რომელიც ფედერალურ საგზაო სააგენტოს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ პირველად აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა ელექტრონიკის მწარმოებელი 11 კომპანია, რომლის ნაწარმი შესაძლოა სამხედრო მრეწველობისთვის იყოს გამოყენებული.
აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს.
აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე არ გაუქმდება.


მასალის გამოყენების პირობები






