ამერიკელი სამხედროების განცხადებით, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, იემენში „ალ-ქაიდას“ 13 წევრის განადგურება მოხდა. როგორც აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, „ალ ქაიდას“ წევრები სამი კონტრტერორისტული ოპერაციის განხორციელებისას გაანადგურეს, რომელიც იემენის ცენტრალურ რეგიონში 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
პენტაგონის განცხადებით, "ალ ქაიდას არაბეთის ნახევარკუნძულის დაჯგუფება" იემენის სამოქალაქო ომს საკუთარი თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რეგიონისთვის , ასევე აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოებისათვის.
ალ ქაიდა არაბეთის ნახევრაკუნძულზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2011 წელს, „არაბული გაზაფხულის“ დაწყების დროს.
მასალის გამოყენების პირობები






