,,ეს გადაწყვეტილება მიღებული სასტიკი ზომების ანარეკლია“ - PEN-ი თურქი ჟურნალისტისთვის პასპორტის ჩამორთმევას ეხმაურება
მსოფლიო - 20:03, 06 Sep, 2016     2151
საერთაშორისო მწერალთა კავშირის PEN-ი, აეროპორტში თურქი ჟურნალისტის ჯან დუნდარის მეუღლისთვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ″ყოველივე ეს მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების ანარეკლია.″

გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი რედაქტორის ჯან დუნდარის მეუღლეს, დილექ დუნდარს წინა დღეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამგზავრების წინ პასპორტის გაუქმების მოტივით გაფრენის საშუალება არ მიეცა.

გაზეთ Cumhuriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მწერალთა კავშირმა PEN-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, PEN-ის საერთშორისო დირექტორის კარლეს ტორნერის განცხადებას დაუთმო ადგილი.

″ეს გადაწყვეტილება, თურქეთში იმ პირების რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს მათი ახლობლებისა და პარტნიორების მიმართ, საგანგებო მდგომარეობის სახელწოდებით მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების შედეგია. ეს აგრეთვე იმის მაგალითია, რომ თურქეთის ხელისუფლება უგუნურად ცდილობს ამ საკითხში იმ პირების ოჯახის წევრები ჩაითრიოს რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ეს დღეს, თურქეთისთვის მართლაც რომ შავი დღეა.

ჩვენ თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დილექ დუნდარს სამგზავრო დოკუმენტები უკან დაუბრუნოს და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.″-ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთი ასევე ჯან დუნდარის განცხადებასაც უთმობს ადგილს: ″ეს მოვლენა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის საბაბით განხორციელებული ავტორიტარული მმართველობის შესანიშნავი მაგალითია. ახალი კანონმდებლობით, თუ ვინმეს სასამართლოში უჩივლეს, მაშინ მისი ოჯახის წევრებსაც როგორც დამნაშავეს ისე ეპყრობიან.″-წერს ჯან დუნდარი.

წყარო: http://www.diken.com.tr/penden-dilek-dundar-aciklamasi-gaddarca-tedbirlerin-bir-yansimasi/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42