"ივანიშვილს ჰგონია, სახელმწიფო არის თვითონ, ვითომ ლუი XIV იყოს"- ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 17:49, 06 Sep, 2016     11002
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი პარტიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ლევან ბერძენიშვილის თქმით რესპუბლიკურ პარტიას ისტორია ბიძინა ივანიშვილამდეც ქონდა და საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აღნიშნულ თემაზე ბერძენიშვილმა ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში ისაუბრა:

„2012 წელს რესპუბლიკური პარტია არ მისულა ბიძინა ივანიშვილთან და კალთები არ ჩამოუხევია, არიქა შეგვიყვანე პარლამენტშიო, პირიქით იყო, ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში შემოსვლას აპირებს და უპირველეს ყოვლისა დაეყრდნობა „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ნურავინ ნუ დაგვამადლის, ვითომ ბიძინა ივანიშვილი, რომ არ გამოჩენილიყო ჩვენ პოლიტიკურ მზის სინათლეს ვერ ვიხილავდით, ჩვენ მანამდეც ვიყავით პარლამენტში.

რაც შეეხება სიტყვებს, რომელიც უსუფაშვილის მისამართით ითქვა, გაუგებარია. მანამდე იმდენი ქება რაც მას უსუფაშვილზე უთქვამს, დედამიწის ზურგზე არავინ შეუქია. მისი პოზიციის ცვლილება გასაკვირია , მაგრამ ახსნადია: ბიძინა ივანიშვილს უნდოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ნაწილის - უსუფაშვილის, ხიდაშელის „ქართულ ოცნებაში“ გადაყვანა, რაც არ მოხდა და ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც სახელმწიფოს ისე ვუყურებთ, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა უყურებდეს, ბიძინა ივანიშვილს კი გონია, რომ სახელმწიფო არის თვითონ , ვითომ ლუი XIV იყოს, რომელმაც თქვა “L'Etat, c'est moi”- სახელმწიფო ეს მე ვარო, ზუსტად ასე ფიქრობს და არ მოწონს არავინ, ვინც ინსტიტუციურად სხვანაირად უყურებს. ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება არასოდეს დაგვიმალავს, მაგრამ იყო საერთო ინტერესიც , რომლის გამოც კოალიციაში ვიყავით, ბევრი კარგი რამეც გამოგვივიდა. ჩვენ არაფორმალური მმართველობა ვახსენეთ არა ახლა არამედ 2013 წელს.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა მის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამის ინტერპრეტირებას ბიძინა ივანიშვილი გაზეთ ასავალ-დასავალის მსგავსად ახდენს:

„ილია ჭავჭავაძე იყო ყველაზე დიდი ქართველი ვინც კი საერთოდ დაბადებულა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე ბევრად უფრო დიდი ქართველი, ამას ვამბობ სულ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი პოეზია ისეთივე მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი საქმიანობა და პოეზიაში ნუ დავმალავთ ამ უზარმაზარ კაცს. მე არ მეგონა ასავალ-დასავალის ჭორების დონეზე თუ ილაპარაკებდა ბიძინა ივანიშვილი. მე ვერ გავიგე ვის გულისხმობდა დამპყრობელთან დაკავშირებით ნათქვამზე. საერთოდ ბიძინა ივანიშვილი უფრო გარკვევით და გამართულად რომ ლაპარაკობდეს ცუდი არ იქნება, მაგრამ ეს ზედმეტი ფუფუნება იქნება იმ კაცისგან, რომელსაც თავისი თავი ღმერთი გონია.“- აღნიშნა ივანიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია განათლებაზე და პოლიტიკურ პარტიაზე აგდებულად ლაპარაკი, მისი თქმით რესპუბლიკურ პარტიას გაცილებით დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშილის ბიზნეს საქმიანობას:

„ჩვენ მადლიერი იმის გამო, რაც იყო 2012 წელს მაინც ვიქნებით, მაგრამ როდესაც ასე ლაფში სვრიან განათლებას და აგდებულად მოიხსენიებენ ისეთ რამეს, როგორიცაა პროცედურული დემოკრატია და პარტიაზე ამბობენ, რომ მათთვის იქ იწყება ქვეყანა, სადაც პარტია იწყება და იქ მთავრდება, სადაც პარტია მრთავდება, ასეთი ნათქვამი რესპუბლიკურ პარტიას არ ეკუთვნის არავისგან. არც ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ რომ პარტია შეიქმნა გაცილებით იმაზე ადრე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ათას მანეთს იშოვიდა.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42