როგორც დასავლური მედია იტყობინება, პრინცი აქცია #FillTheSeats -ში ჩაერთო, რომელიც ღარიბი 10 ათასი ბავშვისთვის ოლიმპიადაზე დასასწრები ბილეთების შეძენას ემსახურება.
გადარიცხული თანხის ზუსტი ოდენობა არ სახელდება, თუმცა როგორც ცნობილია ბილეთების შესაძენად 53 ათასი დოლარი უკვე შეგროვდა.
აგვისტოში პარაოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბილეთები ძალიან ცუდად იყიდებოდა. სექტემბრის დასაწყისში კი ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარი ქველმოქმედებით გამოირჩევა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ომის ვეტერანებს, აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებსა და იმ ბავშვთა სახლებს, რომელსაც დედამისი პრინცესა დაიანა ეხმარებოდა.
პრინცი ჰარის ინიციატივით დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთათვის საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ტარდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის სამხედროების გუნდს შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






