იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა
საზოგადოება - 18:42, 03 May, 2013     3831

აღდგომა, მოძრავი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობისმომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს.

 

ქრისტიანთათვის აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, რადგან იესო ქრისტემ ჯვარცმითა და შემდეგ აღდგომით კაცობრიობას ჩაუსახა რწმენა სულის უკვდავებისა, საუკუნო ცხოვრებისა. ქრისტეს აღდგომა ძველის - ახლით, ბნელის - ნათელით, სიკვდილისა - სიცოცხლით შეცვლას ნიშნავს.news

 

წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობას:

 

"დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: "მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით". რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ."


ასევე თითოეული მორწმუნე ქრისტიანი ხვდება აღდგომას სიხარულით.

 

 

newsწმინდა ილია მართლი სწერს:

"ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა... დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით... თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა - სიცოცხლისა."

 

აღდგომა გამორჩეულია მის აღნიშვნასთან დაკავშირებული საერო სიმბოლოებითაც, როგორიცაა წითელი კვერცხი, "არტოსი", პასკა.

 

წითელი კვერცხი

 

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა". ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის newsგადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

 

არტოსი (წმინდა პური)

 

newsაღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. "არტოსი" ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს. არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა . მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულები შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: "ქრისტე აღსდგა". როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.
ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. იგი მთელი წლის განმავლობაში ინახება და ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

 

 

 

პასკა

 

პასკას ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. newsსააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი – ეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის.

 

 

 

აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.

 

 

news

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

კვირას, 5 მაისს (ძვ. სტილით 22 აპრილს) მართლმადიდებელი ქრისტიანები უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღნიშნავს.

აღდგომა, მოძრავი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს.

იესო ქრისტემ ჯვარცმითა და შემდეგ აღდგომით კაცობრიობას ჩაუსახა რწმენა სულის უკვდავებისა, საუკუნო ცხოვრებისა.

ქრისტეს აღდგომა ძველის - ახლი, ბნელის - ნათელით, სიკვდილისა - სიცოცხლით შეცვლას ნიშნავს.

წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობას:

დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით“. რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ.

ასევე თითოეული მორწმუნე ქრისტიანი ხვდება აღდგომას სიხარულით.

წმინდა ილია მართლი წერს:

ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა... დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით... თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა - სიცოცხლისა.

აღდგომა გამორჩეულია მის აღნიშვნასთან დაკავშირებული საერო სიმბოლოებითაც, როგორიცაა წითელი კვერცხი, „არტოსი“, პასკა.

წითელი კვერცხი

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

არტოსი

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსიბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს. არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა . მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

პასკა

პასკა ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. სააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმიეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის.

აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42