ამის შესახებ პუტინმა ჰუანჩჟოუში, "დიდი ოცეულის" სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები სირიის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად დაახლოვდა.
"ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები ვინმეს მიზნებში ასი პროცენტით, თუმცა სირიის საკითხზე ჩვენ გვაქვს დიალოგი როგორც თურქ, ისე ამერიკელ პარტნიორებთან" - განაცხადა პუტინმა.
ბარაკ ობამასა და პუტინის შეხვედრა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მოლაპარაკებებს ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებიც ჯონ კერი და სერგეი ლავროვიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, თუმცა არა დასკვნითი.
ობამას განცხადებით, მათ სირიის, უკრაინისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აშშ-ის ლიდერის თქმით, სირიაში ამჟამად შექმნილი ვითარება, რაც მოსკოვის მოკავშირე დამასკოს მიერ ოპოზიციური ძალების დაბომბვაში გამოიხატება, აძლიერებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიპლომატებს დაავალებენ, უახლოეს მომავალში მიაღწიონ მოლაპარაკებების ისეთ ეტაპს, რაც მხარეებს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, ბარაკ ობამამ თქმით, მან ვლადიმერ პუტინს ნათლად განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე არ გაუქმდება.
მასალის გამოყენების პირობები






