რამოდენიმე ხნით ადრე, გამოვიდა პრემიერმინისტრი და კონკრეტულად თქვა, რომ მას კითხვები აქვს ერთერთი სამინისტროს ხელმძღვანელთან.
ამის შემდეგ, ღარიბაშვილის უწყებამ განაცხადა, რომ სოფ. მეურნეობის სამინისტროში აღმოჩენილია კონკრეტული კორუფციული სქემები, აჩვენეს ფარული ჩანაწერები, დაასახელეს თანხა და დააკავეს კონკრეტული თანამდებობის პირები.
მინისტრი დავით კირვალიძე ამტკიცებს, რომ იგი დარწმუნებულია დაკავებული თანამშრომლების და მეგობრების პატიოსნებაში, მიუხედავად ამისა, იღებს პასუხისმგებლობას და გადადგა, ხოლო თითქმის ყველა დანარჩენმა მინისტრმა ღია მხარდაჭერა გამოხატა კირვალიძის მიმართ...
ანუ გუნდში რა ხდება?...
თუ ღარიბაშვილს კირვალიძის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაშინ შეიძლებოდა დაკავებების წინ რაღაცნაირად ერთობლივად დაეფიქსირებინათ პოზიცია, სამინისტროში არსებულ პრობლემაზე...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან გაურკვეველია მთავრობის შიდა ერთიანობის საკითხი.

მასალის გამოყენების პირობები






