10:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის "აფბა" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის ანალიზი დასაქმების ნაწილში; "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 9 წელიწადში 90,000–ით შეამცირა, 4 წელიწადში 130,000–ით გაზრდას გვპირდება.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ბუდაპეშტის ქუჩის N6-თან გამგეობის მიერ რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას დაესწრებიან ვეტერანი ფეხბურთელები.
მისამართი: ბუდაპეშტის ქუჩა N 6-ის მიმდებარედ, (მისასვლელი ტაშკენტის 1-ელი შესახვევიდანაც)
საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163
12:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნის.
მისამართი: ბუდაპეშტის ქ. #28, თბილისი
საკონტაქტო პირი: ქეთი ბეროშვილი - 577 93 10 21; სოფო ჭუმბურიძე - 599 120009;
12:30 საათზე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე ნათია ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივრის განხილვას დაიწყებს.
მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, დარბაზი #1
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
13:00 საათზე - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებებს გადასცემს.
მისამართი: თბილისი, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონი, გახოკიძის ქ. N62
15:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ტრანსპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლის მიზანია სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთობლივი დიალოგის გამართვა.
შეხვედრაზე იმსჯელებენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე მოხდება იმ პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.
18:00 საათზე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე, მოსახლეობასთან პირველ შეხვედრას გამართავს.
მისამართი : ქ.თბილისი. გლდანის ა მიკრო-რაიონი. ფ. მოსულიშვილის ქუჩა. 136-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერი.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 5 99 508355
მასალის გამოყენების პირობები






