ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, 5 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებს და დაიწყება ინტერ-ინსტიტუციური მოლაპარაკებები.
ერთმანეთს შეხვდებიან ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები რათა საბოლოოდ შეაჯერონ ტექსტი. ამის შემდეგ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბოლოო კენჭისყრა გაიმართება.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში ცვლილება შევა და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ამის გარდა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადადგილება რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში შეეძლებათ.
ვროპარლამენტში უახლოესი სესიები 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






