ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
ობამას განცხადებით, მათ სირიის, უკრაინისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აშშ-ის ლიდერის თქმით, სირიაში ამჟამად შექმნილი ვითარება, რაც მოსკოვის მოკავშირე დამასკოს მიერ ოპოზიციური ძალების დაბომბვაში გამოიხატება, აძლიერებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიპლომატებს დაავალებენ, უახლოეს მომავალში მიაღწიონ მოლაპარაკებების ისეთ ეტაპს, რაც მხარეებს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, ბარაკ ობამამ თქმით, მან ვლადიმერ პუტინს ნათლად განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე არ გაუქმდება.
მასალის გამოყენების პირობები






