როგორც ცნობილია, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ინტერესებს ადვოკატი ლევან ალაფიშვილი დაიცავს.
„ნიუპოსტი“ ალაფიშვილს ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ესაუბრა. საუბარია სკანდალურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას გამოთქვამს თავად აღიარებს, რომ ტელევიზიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილის ნომინალური პირი იყო, აღნშნულ ფაქტს კი ხალვაში, ხელშეკრულებაში საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს. ალაფიშვილის განცხადებითვე, ფინანსურ გარიგებებაში გადახდილი თანხაც ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა.
"ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ 2010 წლის თებერვლში, ბერლინში მხარეები - ქიბარ ხალვაში და ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებენ - პირველი: ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების თუ კომპანიებისგან მიღებული აქვს თანხა 700 000 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომელსაც ხალვაში ოქრუაშვილს 2015 წლის პირველ იანვრამდე სარგებელთან ერთად დაუბრუნებს. დოკუმენტის მეორე ნაწილში საუბარია აღიარებაზე, რომელიც დაკავშირებულია რუსთავი 2 - ის 100% წილის საკუთრებაზე. კერძოდ, მხარეები აცხადებენ, რომ ეს წილი ქიბარ ხალვაშმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გადაიფორმა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, რადგან ოქრუაშვილი იყო ძირითადი პირშემძენი ქიბარ ხალვაში და კომპანიები კი ნომინირებული, მეტიც, ისინი ამავდროულად აღიარებდნენ, რომ არამხოლოდ ე.წ ოფიციალური გაფორმება, ამ წილის ნასყიდობის დაფინანსება, ფული რაც იქნა გადახდილი, ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა. აქიდან გამომდინარე "რუსთავი 2-ის" საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. მხარეები იქვე უთითებენ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ თუ კი რაიმე ქმედება ან გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის გარეშე იქნება მიღებული, მას 7 მილიონის ჯარიმა დაეკისრება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ალაფიშვილმა.
სკანდალურ დოკუმენტზე განცხადება გააკეთა თავად ირაკლი ორუაშვილმაც. მისი თქმით, "რუსთავი 2"- ში ქიბარ ხალვაშს არასდორს არაფერი ეკუთვნოდა.
"ასეთი დოკუმენტი არსებობს და ამას ვადასტურებ. დოკუმენტი ბერლინში გაფორმდა, 2010 წელს"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან.
ქიბარ ხალვაშმა კი მაჟორიტარობის კანდოდატს სააკაშვიის ინტერესების გამტარებელი უწოდა და საჯაროდ დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






