„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო მედიასაშუალება იტყობინება.
ორი აფეთქება ორი აფეთქება, ტარტუსის რეგიონში მაგისტრალზე, არზუნას ხიდთან ახლოს მოხდა.
„ფრანს პრესის“ ცნობით, თავდაპირველად იქ მანქანაში დამონტაჯებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, ხოლო როდესაც აფეთქების ადგილზე ხალხი დაშავებული ადამიანების დასახმარებლად მოგროვდა, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
მესამე აფეთქება დამასკოს დასავლეთით ქალაქ ჰომსში მოხდა, სადაც სავარაუდოდ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა.
ამავდროულად Associated Press-ი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ელ-ჰასაკაში მომხდარ აფეთქებაზე ავრცელებს ინფორმაციას.
ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი კი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-კამიშლიში განხორციელებული ტერაქტის შესახებ იუწყება.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები






