ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკოლას ჩემბერლენმა აღიარა, რომ ის გეია და მუდმივი პარტნიორი ყავს. იგი დიდ ბრიტანეთში პირველი მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელმაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა.
ჩემბერლენმა ეპისკოპოსის წოდება 2015 წელს მიიღო და აცხადებს, რომ მის ხელდასხმაში მონაწილე პირები მისი ჰომოსექსუალობის შესახებ საქმის კურსში იყვნენ.
მართალია, ბრიტანეთის ეკლესია ბოლო წლებში აღნიშნული საკითხის შესახებ ლიბერალური დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მაგრამ აქვე მოქმედებს კანონი, რომ მღვდლებს მაღალი საეკლესიო თანამდებობის დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი ცელიბატის წესს იცავენ.
ჩემბერლენი აცხადებს, რომ რადგან ის პარტნიორთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მას ანგლიკანური საეკლესიო კანონები არ დაურღვევია.
მასალის გამოყენების პირობები






