ადვოკატების განცხადებით, ჯერ უცნობია რა სისხლის სამსართლის კოდექსის რა მუხლით წაუყენებენ ბრალს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, რა პოზიციას დაიჭერენ კონკრეტულ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
,,ნობილი არ არის ჯერ თუ რა მუხლებით წარედგინება ბრალი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ ცეცვაძეს და რა პოზიციას დაიჭერს ის - მისცემს თუ არა ჩვენებას. აქ ორი ვარიანტია -გამოძიებას შეუძლია საერთოდ არ დაკითხოს ბრალის წარდგენის შემდეგ ან მოითხოვოს დაკითხვა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი პოზიცია - იყენებს დუმილის უფლებას, თუ აკეთებს რაიმე განმარტებას წარედგენილ ბრალდებასთან დაკავშირებთ", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
ადვოკატის ლევან სამუშიას განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ასევ არ აღარებენ ბრალს, მისი თქმით, გაოგნებული არიან და არც კი იციან რაზე უნდა წაუყენონ ბრალი.
შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორი დღის წინ დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფორისი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ ცეცვაძე, ასევე აგრარული უნივერისტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა. როგორც შსს იუწყება დაკავებული პირები განსაკუთრებული დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით არიან დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






