თურქეთის პრემიერის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტი გარდაცვლილია
მსოფლიო - 18:20, 02 Sep, 2016     3721
თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაცვლილია.
ამის შესახებ გამოცემა "როიტერსი" იტყობინება.
დილით გამოცემამ დაწერა, რომ სამი ოფიციალური წყარო კარიმოვის გარდაცვალებას ადასტურებდა. როგროც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი თურქეთის პრემიერია.
უზბეკეთის მთავრობა პრეზიდენტის გარდაცვალებას ამ დრომდე არ ადასტურებს.

გვიან ღამე, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

“დამძიმებული გულით გატყობინებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკული"- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი 78 წლის ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა.

კარიმოვის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამ კი განაცხადა, რომ მამამისი ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, კარიმოვმა ინსულტი გადაიტანა.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო "ფერგანა" იტყობინება, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში, სამარკანდში დაკრძალვისთვის ემზადებიან. კერძოდ, ქალაქში გადაკეტილია ქუჩები, სამარკანდში კი მოულოდნელად უზებეკთის პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა.

კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო უზბეკეთში 31 აგვისტოს დაგეგმილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42