ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ორგანიზაცია "ბესლანის სიმართლეს” დამფუძნებელზე მარინა ლიტვინოვიჩზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთ ქალიდან ორს 20 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა, სამს კი 20 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო, ვინაიდან მათ ჯარიმის გადახდა არ შეუძლიათ.
საზოგადოებრივი სამუშაო მიესაჯა ასევე ერთ ქალს, რომელსაც აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი დასჯა ადგილობრიცმა სასამართლომ იმით ახსნა, რომ ის „მიტინგის ადგილზე იმყოფებოდა და მას ხელი არ შეუშალა.“
შეგახსენებთ, გუშინ, ბესლანში სასწავლო წლის დაწყებისას 2004 წლის 1 სექტემბერს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გაიმართა.
რამდენიმე მშობელს მაისურებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებიანი მაისურები ეცვა.
აქციაში ხუთი ქალი მონაწილეობდა. ისინი ტრაგედიის გამოძიებას ითხოვდნენ და სკოლის შტურმში მონაწილე სამართალდამცველებს მძევლების დახოცვაში სდებდნენ ბრალს.
სწორედ ამ აქციის გაშუქება გახდა ჟურნალისტების დაკავების მიზეზი.
შეგახსსენებთ, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში, სკოლაში მომხდარი ტრაგედიდან დღეს თორმეტი წელი გავიდა.
ისლამისტი ბოევიკების მიერ სკოლაზე მომხდარ თავდასხმას 340 მძევალი, მათ შორის 186 ბავშვი ემსხვერპლა.
ტრაგედია, 2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის #1 საშუალო სკოლის ეზოში, ბავშვების საზეიმო შეკრების დროს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდა.
შეიარაღებულმა პირებმა სკოლის ეზოსთან ცეცხლი გახსნეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და სკოლის შენობაში შეიყვანეს.
ტერაქტის შედეგად ბოევიკებმა 1200 ადამიანი დაატყვევეს. სამართალდამცველთა შტურმის შედეგად 340 ადამიანი დაიღუპა, ბოევიკთაგან ცოცხლად მხოლოდ ერთის - ნურპაშ კულაევის დაკავება მოხერხდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები






