სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების მეთაური წინასაგამოძიებო ორგანოს.
კიევის სასამართლოს დადგენილება 2017 წლის 26 თებერვლამდე მოქმედებს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე ძებნა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
იური ლუცენკოს თქმით, სერგეი შოიგუ და კიდევ 17 რუსი მაღალჩინოსანი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში სერგეი შოიგუს წინააღმდეგ დაწყებული პირველი გამოძიება არ არის. 2014 წლის ივლისში უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში დაუდგენელი პირების მონაწილეობის ორგანიზებაში, კიევმა შოიგუ ეჭვმიტანილად გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






