პროექტის ოფიციალური პრეზენტაციადღეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასაქმების ფედერალური სააგენტოს დირექტორმა ფრანკ-იურგერ ვაიზემ გამართეს.
მიგრანტებისთვის სწავლების პროცესი კი მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დაიწყო.
სასწვალო პროგრამის ხანგრძლივობა 12 კვირა იქნება, რომლის დროს სამხედრო ექსპერტები 120 ლტოლვილს საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას შეასწავლიან.
გერმანიაში იმედოვნებენ, რომ ცოდნა ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნებისას გამოადგებათ. თავდაცვის მინისტრმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სირიის აღდგენისთვის საჭიროა “არა მხოლოდ ახალი ქვები”, არამედ სხვადასხვა უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები.
ამასთან, გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლტოლვილები სამშობლოში არ დაბრუნდებიან, მათი ცოდნა გერმანიულ საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციისთვის დაეხმარება.
გასულ წელს გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური სააგენტოს ცნობით, წელს ნაკადი 300 ათას ადამიანამდე შემცირდება.
მასალის გამოყენების პირობები






