სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მონიტორინგის სამსახურიდან თანამშრომლებს უშვებენ
საზოგადოება - 21:43, 02 May, 2013     554

ამის შესახებ ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ეკა ალიხანაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადა.


"30 აპრილს გაგვაცნეს ბრძანება, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია. 1-ელ მაისს კი, 15.00 საათისთვის გვითხრეს, 18.00 საათზე ტესტური გამოცდა გვაქვს ჩანიშნულიო. წინასწარ არაფერი ვიცოდით, რაც კანონდარღვევაა. 49 თანამშრომლიდან ტესტირება წარმარტებით ჩააბარა მხოლოდ 13-მა, თუმცა, დანარჩენებიც მხოლოდ უნარ-ჩვევებში ჩაიჭრნენ. ჩვენ მოუმზადებელნი ვიყავით, რადგან ტესტირების შესახებ წინასწარ არ გაგვაფრთხილეს. დღეს კი გამოგვიცხადეს, რომ ყველანი, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს", - აცხადებს ეკა ალიხანაშვილმა.


მონიტორინგის სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს მუშაობის 10-წელზე ნაკლები სტაჟი არ აქვთ. "რამდენიმე თვის წინ სამსახურის ხელმძღვანელობამ, როგორც თავად თქვეს, კადრების დეფიციტის გამო, სამთვიანი ხელშეკრულებებით რამდენიმე გოგონა აიყვანეს და ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც ერთს სამედიცინო განათლება არ აქვს. მე, რომელსაც მუშაობის 24-წლიანი სტაჟი მაქვს, დღეს გამათავისუფლეს, ისინი კი დატოვეს. ჩემს მდგომარეობაში არიან სხვებიც – არც ერთ მათგანს მუშაობის 10 წელზე ნაკლები სტაჟი არ აქვს", - აღნიშნა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.


გარდა ამისა, ალიხანაშვილის თქმით, ისინი ადვოკატის აყვანას და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ დაგეგმონ საპროტესტო აქციებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42