პაშა ბანკი oikos-ის საზაფხულო სკოლის სპონსორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:02, 01 Sep, 2016     1155

1-5 სექტემბერს პაშა ბანკის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი oikos-ის საზაფხულო სკოლას უმანსპინძლებს. oikos-ი არის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს დაარსდა შვეიცარიაში და მხარს უჭერს მდგრადი ეკონომიკის და მენეჯმენტის განვითარებას მსოფლიოში.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის თემატიკა იქნება: „განათლება უკეთესი მსოფლიოსთვის“. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 ქართველი და უცხოელი მონაწილე. ლექცია-ვორქშოპების ჩასატარებლად მოწვეული არიან უცხოელი და ქართველი პროფესორები და ფასილიტატორები.

ხუთდღიანი პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სწავლებაში ინტეგრირება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, განავითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ როგორც საკუთარი, ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ლექციების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პლანეტაზე ზრუნვა, ხალხთა შორის თანამშრომლობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციების შექმნა, თანამშრომლების კეთილდეღეობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ oikos-ის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში.

„პაშა ბანკი რეგულარულად აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში განათლების და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. საზაფხულო სკოლის ფარგლებში საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება ფოკუსირება, რაც, მიგვაჩნია, რომ სასარგებლოდ წაადგებათ მონაწილეებს და მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას შემატებს მათ.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

“განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. oikos-ი ყოველწლიურად 500-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს მსოფლიოს 30 ქვეყანაში. საზაფხულო სკოლის თემატიკა აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. დღევანდელი სტუდენტები სწორედ მომავალი გადაწყვეტილების მიმღებები არიან, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი მომზადება მომავალი გამოწვევებისთვის. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორები და დონორები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პაშა ბანკს მათი უანგარო მხარდაჭერისთვის.” - ანი ლომოური, oikos Summer School 2016-ის დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42