შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პენია ნიეტომ ტვიტერზე დაწერა, რომ მათ ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენების თემაზეც ისაუბრეს და ნათლად დაფიქსირა, რომ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
"საუბრის დასაწყისშივე დონალდ ტრამპს ნათლად ავუხსენი, კედლის ასაშენებლად ხარჯებს მექსიკის მხარე არ გაიღებს" - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა თვითერზე.
იმის გამო, რომ როდესაც ტრამპმა საარჩევნო კამპანია დაიწყო, მან მექსიკიდან არალეგალური იმიგრაცია გააკრიტიკა და ქვეყანა იმაში დაადანაშაულა , რომ ის აშშ-ში ნარკომოვაჭრეებსა და მოძალადეებს გზავნის, მეხიკოში ამ ვიზიტს პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.
.მაშინ ტრამპი აშშ-დან 11 მილიონი არალეგალის დეპორტაციის ინიციატივით გამოვიდა.
მისი ადრინდელი განცხადებებით, უნდა შეიმცირდეს საემიგრაციო ნაკადი, ასევე აშშ-ში დაბადებით ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას არ ეთანხმება.
მისი პროგრამის ერთ-ერთ პუნტქს მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე კედლის აშენება წარმოადგენს, ისიც მექსიკის ფინანსებით.
მასალის გამოყენების პირობები






