სწორედ 31 აგვისტოს, 1997 წელს ლედი დი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
დაიანა ფრენსის სპენსერი 1960 წლის 1 ივლისს დაიბადა.
დაიანამ პრინცი ჩარლზი 16 წლის ასაკში საქველმოქმედი საღამოზე გაიცნო. აღსანიშნავია, რომ პრინცი ჩარლზი თავდაპირველად დაიანას დას ხვდებოდა.
1981 წლის 6 თებერვალს პრინცმა დიანას ხელი სთხოვა, 29 ივლისს კი სამეფო ქორწილი შედგა.
21 წლის ასაკში გათხოვებიდან შემდეგ ერთი წლის შემდეგ, ვაჟი უილიამი შეეძინა. 1984 წელს კი ჰარი გაუჩნდა.
დაიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა,თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. განსაკუთრებულ ყურადღებას აივ ინფექციით დაავადებულებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უთმობდა.
რამდენიმე წელში მათი ურთიერთობა დაიძაბა. მეუღლესთან დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა პრესაში პრინცისა და კამილა პარკერის ახლო ურთიერთობის კადრებმა გაჟონა. ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ დიანამ და ჩარლზმა ოფიციალურად დაიწყეს ცალ-ცალკე ცხოვრება, ხოლო 1996 წელს, დედოფლის ელისაბედ მეორის ინიციატივით, განქორწინება შედგა. აღნიშნული დღიდან, დაიანამ უელსის პრინცესას ტიტული შეინარჩუნა.
რამდენიმე წყაროს ცნობით, განქორწინების შემდეგ დაიანას სასიყვარულო ურთიერთობა პაკისტანელ ქირურგთან, ჰასნატ ჰანთან ჰქონდა. რელიგიური განსხვავებულობის გამო 1997 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ლედი დის ახალი სიყვარული დოდი ალ–ფაიედთი აღმოჩდა, რომელიც . პროდუსერი და ეგვიპტელი მულტიმილიონერის ვაჟი იყო.
1997 წლის 31 აგვისტოს, დაიანა და დოდი პარიზში იმყოფებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს დაედევნენ, რა დროსაც მანქანის მძღოლმა სიჩქარე ვერ დაიმორჩილა და ტრაგედია დატრიალდა.
მძღოლი და დოდი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა კი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
ლედი დი მთელმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ იგლოვა.
ის 36 წლის იყო.
დაიანას დაკრძალვის დღეს ლონდონი ყვავილებში ჩაეფლო. პრინცესას სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა.
გამოძების თანახმად, კი მისი გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა.
პრინცესა დაიანას გარდაცვალების მიზეზი დღემდე განხილვის საგნად რჩება. საზოგადოების ნაწილი სამეფო ოჯახს ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ სამეფო ოჯახი არ აღიარებდა, რომ ცოლქმრული ერთგულების ფიცი სწორედ პრინცმა ჩარლზმა დაარღვია და არა დიანამ.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კატასტროფიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში პაპარაცი, რომელიც წყვილს მისდევდა, ფოტომასალის შეგროვების მიზნით უბედური შემთხვევის სურათებს იღებდა და მან შესაბამის სამსახურებს აღნიშნული ტრაგედიის შესახებ მოგვიანებით შეატყობინა. ამავდროულად, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომლიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
პრინცესა დაიანა დღემდე რჩება ბრიტანელების საყვარელ დედოფლად. ხშირად იხსენებენ მის სიტყვებს - „ვისურვებდი, ვყოფილიყავი ხალხის გულების დედოფალი, მაგრამ ამ ქვეყნის დედოფლად თავი ვერ წარმომიდგენია“. ალბათ, ამიტომ შერაცხეს ლედი დი ხალხის გულების დედოფლად. "სახალხო პრინცესას" ტიტული დაიანას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიჭა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას შესახებ:
გათხოვებამდე ბაღში აღმზრდელად მუშაობდა
მას ბალერინობა სურდა, თუმცა სიმაღლის (1.78) გამო ეს ვერ შეძლო.
მისი საქორწილო კაბა სამეფო ქორწილების ისტორიაში ყველაზე გრძელშლეიფიანია
მისი საყვარელი ფერი ვარდისფერი იყო
პრინცესამ საკუთარი 79 კაბა აუქციონზე გაყოდა, შემოსული თანხა კი აივ შიდსითა და მკერდის კიბოთი დაავადებულებს გადაურიცხა
იგი მეექვსე თაობის შთამომავალი იყო ინგლისის დედოფლლის მარიამ სტიუარდის
აღმერთებდა შვილებს. ქმრის ღალატის გახმაურების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - "ნებისმიერი ქალი უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა. მაგრამ მე ვერ შევძელი. მე ვაჟები მყავს.“

"სახალხო პრინცესას" ტიტული დიანას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიჭა

თავდაპირველად პრინცი ჩარლზ მისი და ხვდებოდა
მისი საყვარელი დესერტი ყველისა და პურის პუდინგი იყო
დიდ ბრიტანეთში პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
''დაიანა, დედაჩვენი: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა'' - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ლედი დის გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე გამოვიდა და რომელიც პრინცესა დაიანას ახლობელი ადამიანების ინტერვიუებზე არის აგებული. ფილმის დიდი ნაწილი ლედი დის შვილების - კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისა და პრინცი ჰარის საუბრებზეა.
პრინცები დედის გარდაცვალებაზე და ამ ტრაგედიით გამოწვეულ სირთულეეებზე ამ დრომდე არ საუბრობდნენ. მათი გულახდილი საუბრები მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
ცნობილია ასევე ისიც, რომ პრინცი ჰარისა და უილიამის ინიციატივით კი კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დაიანას მემორიალური ძეგლი დაიდგმება.
მასალის გამოყენების პირობები






