რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ფინანსურად იღბლიანები
ეს საინტერესოა - 13:46, 31 Aug, 2016     119045
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება და მიდგომა აქვს. შესაბამისად, არსებობენ ნიშნებს შორის გამორჩეულად ეკონომიურად ფულის მხარჯველი, ან, პირიქით, მფლანგველი ადამიანები. მაგალითად:

ვერძი – მისი სურვილი, დაიკავოს პირველი ადგილი საზოგადოებაში, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. შრომისმოყვარეა და საკმაოდ სარფიანი იდეებიც მოსდის თავში, რომლებსაც, არცთუ იშვიათად, ფულის მოტანაც შეუძლია. მთავარია, მან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას დიპლომატია გამოიყენოს, რაც მის ნაბიჯებს ფინანსური კეთიდლღეობისკენ კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.
კურო – მაქსიმალისტია, იბრძვის, რომ ფინანსური კუთხით სხვებზე მეტად წარმატებული იყოს, თუმცა, ხშირად ვერ აკეთებს სწორ გათვლებს და ფულში ნაკლებად უმართლებს.
ტყუპები – საკმაოდ მფლანგველია. უყვარს ფინანსების უაზროდ ხარჯვა. მთავარია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ფულის ყადრი და დაზოგვა ისწავლონ.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფულის შოვნის კარგი ალღო ქვს. ის ყოველთვის ცდილობს, იქ მოხვდეს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. არც ფულის დაზოგვა უყვარს და, შეუძლია ხელის ერთი მოსმით დახარჯოს ის, რაც კარგა ხნის განმავლობაში, დიდი შრომით მოიპოვა.
ლომი – უყვარს მიზანმიმართულად ფინანსების ხარჯვა. ცდილობს, შრომით მოპოვებული ფინანსები კიდევ უფრო მომგებიან საქმეში დააბანდოს, თუმცა, აზარტულია და, არ არის გამორიცხული, ამის გამო, წლობით ნაგროვები ფინანსები ერთ დღეში გაფლანგოს.
ქალწული – თავს არ ზოგავს, რომ ფული იშოვოს. ეკონომიურობაც ახასიათებს და ფულის მიზნმიმართულად ხარჯვაც. იცის, როგორ იმოქმედოს კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან, რომ მათი მხრიდან ნდობა დაიმსახუროს და ეს მის ფინანსებზეც დადებითად აისახება.
სასწორი – ყოველთვის ცდილობს, იშოვოს ფული. პარტნიორების თვალში ის ადვილად ახერხებს კარგი რეპუტაციის მოპოვებას. ამ ნიშნით დაბადებულებს გამდიდრების შანსი აქვთ, თუკი ბარიერებს არ შეუშინდებიან.
მორიელი – ფინანსებში უმართლებთ, მთავარია, კარგად გააცნობიერონ და დაგეგმონ საკუთარი საქმე და გააზრებულად გადადგან წინ ნაბიჯები. საკმაოდ კარგი მმართველები არიან და მახვილი ინტუიციით გამოირჩევიან.
მშვილდოსანი – ფულის ხარჯვა უყვართ. მათთვის ფულის დაგროვება წარმოუდგენელია, თუმცა უფულობას იშვიათად უჩივიან და შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობენ. არც შრომა ეზარებათ და, შესაბამისად, კარგი საქმიანი პარტნიორებიც არიან.
თხის რქა – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება ფინანსურ საკითხებში. ის არასდროს იმუშავებს იმ საქმეზე, რაც მის რეპუტაციას შელახავს. უყვარს ფულის გამომუშავებაც და მისი ხარჯვაც.
მერწყული – შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევიან, თუმცა უყვართ ფულის გამომუშავება. ხშირად არ უმართლებთ ფინანსურ საკითხებში, მაგრამ მოთმინებას არ კარგავენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფიზიკურ შრომას გონებრივს ამჯობინებენ.
თევზები – არასდროს წუწუნებენ უფულობაზე, ჰყოფნით ის, რასაც გამოიმუშავებენ. მთავარია, აკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ. გამოირჩევიან ეკონომიურობით და ყოველთვის აქვთ გადანახული დანაზოგი.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42