საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სანაპიროზე მუსლიმური საცურაო კოსტიუმის - ბურკინის ტარების აკრძალვა ნიცაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ შეაჩერა.
მასობრივი აღშფოთება, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია. ოთხმა შეიარაღებულმა სამართალდამცავმა მუსლიმ ქალს, რომელიც სანაპიროზე ისვენებდა, ბურკინის (მუსლიმური საცურაო კოსტიუმი) გახდა აიძულა და დააჯარიმა.
ფრანგული ტელეარხის France 4 TV-ის ჟურნალისტი კანის პლაჟზე თავად გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ აიძულეს პოლიციელებმა გრძელ ტოპში, ლეგინსებში და ჰიჯაბში გამოწყობულ ქალს, მუნიციპალური კანონის დარღვევისათვის, რაც პლაჟზე რელიგიური ტანსაცმლის ტარებას გულისხმობს, გადაეხადა ჯარიმა 11 ევროს ოდენობის და გამოეცვალა ტანსაცმელი, ან სასწრაფოდ დაეტოვებინა სანაპირო.
დამსვენებლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 34 წლის მუსლიმმა ქალმა მათი მოთხოვნის შემდეგ თავსაბურავი არ მოიხსნა
კანონდამრღვევმა განაცხადა, რომ მან ბურკინის კანონის შესახებ არაფერი იცოდა და პოლიციელების საქციელი რასიზმის გამოვლინებაა, რამაც მისი შვილები შეაშინა.
აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ სანაპიროებზე ბურკინის ტარება აკრძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.
ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად მოსახლეობის შეშფოთებას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ასახელებს, რაც ბოლოდროინდელი ტერაქტებითაა გამოწვეული ბურკინი პირველად ქალაქ კანში აიკრძალა . ქალაქის მერმა მაშინ აღნიშნა, რომ მოკრძალებული საცურაო კოსტიუმები შესაძლოა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ადამიანებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






