რატომ დებს ევროკავშირი ფულს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობაში?
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:50, 30 Aug, 2016     3624
თითქმის წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი ახორციელებს ფართომასშტაბიან პროგრამას ამ რეგიონში. აღმოსავლეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მთავარი (EaPTC) მიზანია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, ბელორუსსა და უკრაინას სასაზღვრო რეგიონებს შორის მდგრადი ტერიტორიული თანამშრომლობის ხელის შეწყობა, მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რატომ დებს ევროკავშირი ამდენ რესურსს არაწევრი ქვეყნების თანამშრმლობაში მაშინ, როდეაც თავად განიცდის სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს? ამ მომენტისთვის ევროკავშირმა სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამაში უკვე 1.35 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ამ პროგრამის ერთერთი მიმართულებაა სომხეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კონსორციუმის ჩამოყალიბება. გასულ თვეში ამ ქვეყნების მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნით ჩატარდა სპეციალური პრეზენტაციები თბილისსა და ერევანში, რომლებიც მიეძღვნა ამ მიმართულებით შეძენილი გამოცდილების გაზიარებას და განვითარებას, სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის გზით. აღმოსავლეთის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC ) პროგრამები შერჩეულ რეგიონებში ადგილობრივი და რეგიონალური განვითარების საკითხებს მოიცავს. ამ პროცესის მტავარი მოსარგებლეები არიან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციები, რომელთაც ხელეწიფებათ ტერიტორიული თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ჩვენ ვესაუბრებით აღმოსავლეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამების ხელმძღვანელს, დოქტორ ალექსეი სეკარევს:

რატომ არის ევროკავშირი დაინტერესებული სომხეთისა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებით? რა დგას ასეთი მხარდაჭერის უკან - უსაფრთხოება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა თუ ევროპული ღირებულებების ექსპანიისა?

ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ორ არა-წევრ ქვეყანას შორის პარტნიორობის საქმეში დებს ინვესტიციებს, მითუმეტეს მაშინ, როცა საქართველო პოლიტიკურად ასოცირებიულია ევროკავშირთან და ახდენს ევრო ბაზარზე ინტეგრირებას, ხოლო სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ ზონაში შედის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ორვე ქვეყანა, საქართველოც და სომხეთიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ და ამ თვალსაზრისით, მიზნობრივ დახმარებას იღებენ ჩვენგან და მონაწილეობენ ევროკავშირის როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის პროგმრამებში. რაც შეეხება ტერიტორიულ და ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობას, ეს უკვე დიდი ხანია, წარმოადგენს ევროკავშირის გარე საზღვრებთან მდებარე რეგიონების განვითარების ხელის ხელწყობის ერთგვარ ინსტრუმენტს.

2013 წლის შემდეგ ასეთივე ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნების სასაზღვრო რეგიონებშიც. პროგრამისთვის მიზანშეწონილად ორი ძირითადი საკითხი განიხილება: პირველი - თუ მეზობლები თანამშრომლობენ, ამით მათ წვლილი შეაქვთ ურთიერთშორის მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში. რეგიონალური სტაბილურობა კი ევროკავშირის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. მეორე - სასაზღვრო რეგიონები, როგორც წესი, ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე ქვეყნის დიდი ქალაქები და მათი მიმდებარე ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ერთობლივი საგრანტო პროგრამების მეშვეობით, მეზობლების ერთმანეთთან დაკავშირება ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისა და მათი ცხოვრების დონის ამაღლების საქმეს ამ ქვეყნების სასაზღვრო რეგიონებში. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი დაინტერესებული მსგავს თანამშრომლობაში ჩადონ ფინანსური ინვესტიციები.

როგორ მიმდინარეობს პროექტი? რა წარმატებებს მიაღწიეთ და რა გამოწვევების გადალახვა მოუწიათ პროგრამის მონაწილეებს?

წარმატების ნიშანია პროგრამის ბენეფიციარების ის დიდი ინტერესი და სურვილი, ერთობლივად განახორციელონ საპროექტო იდეები და გააკეთონ განაცხადები გრანტებზე. სომხეთ-საქართველო სპროგრამაში უკვე 9 ერთობლივი პროქტი დაფინანსდა. ეს პროექტები უჩვეულოდ სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბინების თბოიზოლაციის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით სახლის გათბობის მიზნით ტყის გაჩეხვის შემცირება (ახალციხე-სტეფანოვანში); ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე (რუსთავი- ნოემბერიანი); მეზობელი ქვეყნების ზღაპრების თარგმნა და გაცნობა ბავშვებისთვის (ბოლნისი-გიუმრი) და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ერთობლივი პროექტების ხელშესახები შედეგებია.

რაც შეეხება გამოწვევებს, ისინი ძირითადად თავს იჩენენ პროექტის განხორციელების პროცედურებში, რაც სიახლეს წარმოადგენს გრანტის მომპოვებლებისთვის. მაგალითად, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, ევროკავშირის სტანდარტების დაცვა ანგარიშების წარდგენისას, კომუნიკაცია პარტნიორებს შორის, რეკლამირება - აი ეს არის ძირითადი გამოწვევები, რასაც პროექტის განხორციელების დასაწყის ეტაპზე აწყდებიან პროგრამის მონაწილეები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორები მალე და ადვილად სწავლობენ, იციან რა, რომ ამით პროგრამას მხოლოდ სარგებლობას მოუტანენ.

როგორ ხედავთ იმ პარტნიორობის მომავალს, რომელიც პროექტების განხორციელების პერიოდში ყალიბდება?

ევროკავშირის გრანტის განკარგვის პროცესებში ადგილობივ ხელისუფლებას და სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალი კავშირები ჩამოუყალიდათ, რამაც მხოლოდ განამტკიცა რეგიონებს შორის ურთიერთობა. პროქტების შინაარსის გასაჯაროების შედეგად საზოგადოების სხვა მნიშნელოვანმა წევრებმაც და ფართო საზოგადოებამაც აღიქვა ამ პროგრამის სარგებლობა. ერთი მხრივ, პროექტში მონაწილე პარტნიორებმა უკვე ჩამოაყალიბეს თავისი იდეები მათი მომავალი ურთიერთობის შესახებ, მათ შორის მათაც, ვისი პროექტებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მეორე მხრივ, წარმატებულ პროექტებს ჰქონდათ გვერდითი ეფექტიც, რადგან ისინი შემდგომში მიმზიდველი გახდნენ სხვა ორგანიზაციბისთვისაც. ასეთი შედეგები კი, ერთად აღებული, ქმნიან მყარ საფუძველს, მომავალში ტრანს-სასაზღვრო პროგრამების გაგრძელებასა და გაფართოებისთვის.

ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის მონაწილე გუნდები კონკურსის შედეგად შეირჩა და მათი მუშაობა ძირითადად ფოკუსირებულია: ენერგო-ეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებაზე; სამრეწველო ნარჩენების მენეჯმენტზე; ტრანსასაზღვრო ტურიზმის განვითარებაზე; ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე; სამოქალაქო განათლებაზე და ახალგაზრდების დასაქმებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42