აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:00, 30 Aug, 2016     1537

თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მუსიკოსმა დიმიტრი დადიანმა და ვენაში მოღვაწე ქართველმა ვიდეოარტისტმა თათია სხირტლაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს“ ინსპირაციით ერთობლივად შექმნეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი ონის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. ამ პერიოდში აღმოცენდა კუბისტურ-დადაისტური მიმდინარეობა ევროპაში და მის ერთ-ერთ ძლიერ კერას სწორედ თბილისი და აქ მოღვაწე ხელოვანები წარმოადგენდნენ. ბენო გორდეზიანის შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის. მის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვრის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

დღესდღეობით საქართველოს რეგიონალური მუზეუმები განახლებას საჭიროებს. მათ რიცხვშია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შენობა რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ომყოფება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე ახალ შენობაში განთავსდება. ბანკის ინიციატივით, ქართველმა არქიტექტორებმა (კომპანიამ architects.ge) უკვე შექმნეს თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმის პროექტი. მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექცია ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში განთავსდება.

მუზეუმის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სხვადასხვა ეფექტური აქტივობის დაგეგვმა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, რეგიონალური მუზეუმები მოწყვეტილია თანამედროვე ხელოვნებას: მათი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და უმეტესწილად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების კოლექციების გვერდით არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნებასა თუ ახალ სახელოვნებო ტექნოლოგიებში შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, რეგიონალურ მუზეუმებთან ნაკლებად თანამშრომლობენ თანამედროვე არტისტები.

დიმიტრი დადიანისა და თათია სხირტლაძის პროექტი რეგიონალურ მუზეუმში თანამედროვე არტის შეტანის პირველი მცდელობაა და მის მიზანს ერთი ექსპონატის გამოყენებით მუზეუმის რებრენდინგის ჩვენება წარმოადგენს.

აუდიო-ვიდეო ინსტალაციისა და “ცხრაწყაროს“ ორიგინალის გამოფენის გარდა, პროექტში მონაწილე არტისტებმა მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ წაიკითხეს ლექციები და ჩაატარეს ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასები.

„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის მედეა სირბილაძის ხსოვნას მიეძღვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42