პოლიტიკური აჩრდილი საკონსტიტუციო სასამართლოში - ბრძოლა 4 მოსამართლის მანტიისთვის
პოზიცია - 17:59, 29 Aug, 2016     3178
სასამართლო სისტემა პოლიტიკური აჩრდილისგან ვერა და ვერ გათავისუფლდა - პოლიტიკური ფაქტორი ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში გამოჩნდა. საქმე ეხება 4 მოსამართლის მანტიას, რომელიც ვაკანტური დაახლოებით ერთ თვეში, 30 სექტემბერს გახდება: საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს და მათ შორის თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
კანონმდებლობის მიხედვით, ახალი კანდიდატების დასახელების ვადა 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს - პრეზიდენტმა, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და პარლამენტმა არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა ახალი მოსამართლეები უნდა წარადგინონ, აქედან ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენით პლენუმი, ხოლო ერთი მოსამართლე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უნდა წარადგინოს.
ვინაიდან ქვეყანა წინასაარჩევნი პერიოდში იმყოფება ექსპერტები და მათ შორის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდი სასამართლო თავმჯდომარის გარეშე დარჩეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს თემაც დიდი პოლიტიკური დაპირისპირების საგუძველი გახდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ახლა იმაზე იმტვრევს თავს, ვინ ჩაანაცვლებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს და რამდენად მოწყვლადია მედიაში დასახელებული კანდიდატები.

სავარაუდო კანდიდატებად კი ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე და გიორგი კახიანი სახელდებიან.

კულუარული ინფორმაციით, "ოცნების" ფავორიტი კახიანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევას აჭიანურებს, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს.

“საკონსტიტუციო სასამართლოზე დღეს არის ძალიან დიდი ზეწოლა, ეს სასამართლო გამოირჩეოდა თავის დამოუკიდებლობით და მიუკერძოებლობით, წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლაც, მაგრამ ასეთი ტიპის ზეწოლა უპრეცედენტო არის, ამას აღიარებენ თვითონ მოსამართლეებიც და თავმჯდომარესაც ბევრჯერ აქვს ამაზე განცხადება გაკეთებული. ამოცანა ხელისუფლების არის, რომ იყოს მაქსიმალურად ზეწოლის ქვეშ სასამართლო," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი არ მალავენ, რომ პარლამენტის კვოტით ასარჩევი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სავარაუდოდ, ამ მოწვევის პარლამენტში არ იქნება არჩეული.
დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ჰქონდეთ კონსულტაციები.

„ვფიქრობ, ამ მოწვევის პარლამენტში არ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან ეს სტრუქტურა - დე-იურე არსებობს უმრავლესობა, თუმცა დე-ფაქტო რთული იქნება ფრაქციებს შორის მოლაპარაკების გამართვა მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ოპონენტებად ვიქეცით ბევრ ჩვენს თანაგუნდელთან, თანაგუნდელ ფრაქციასთან. ოცნებაში ამ კანდიდატებზე საუბარი არ დაწყებულა” - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვას, განიხილება თუ არა გიორგი კახიანის კანდიდატურა, ვოლსკი ამბობს, რომ კახიანი მაღალი დონის სპეციალისტია.

აღნიშნულ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა "ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემაც. დეპუტატის აზით, საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენების შენარჩუნებას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც ცდილობს.


"ნიუპოსტი" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის შესაძლო კანდიდატებს ესაუბრა. ყველა მათგანი კონსულტაციებს უარყოფს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში მზად არიან მოსამართლის მანტია მოისხან.
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მისი დასახელების შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო.

“საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი მოსამართლედ გამწესების შესახებ ინფორმაცია, საერთოდ მედიისგან გავიგე. ჩემთან ამ თემაზე არავის არავითარი შემოთავაზება, არავითარი კონსულტაცია არ ჰქონია"- განაცხადა კვერენჩხილაძემ.
კითხვაზე შემოთავაზების შემთხვევაში დასთანხმდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობას კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი საკონსტიტუციო სამართალთან მდგომი იურისტისთვის დიდი პატივია საკონსტიტუციო წევრად გამწესება".

კვერენჩხილაძის იდდენტურია კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის, უშიშროების საბჭოს მდივანის ირინა იმერლიშვილის კომენტარი.

იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

მისი თქმით, კანდიდატების წარდგენის ვადა 1-დან 20 სექტემბრამდეა და თემა უფრო აქტუალური ამ პერიოდში გახდება.

გიორგი კახიანს, რაც შეეხება ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონია.

“ნებისმიერი პიროვნებისთვის დიდი პატივი იქნება ამ თანამდებობაზე არჩევა და საკონსტიტუციო მოსამართლეობა ზოგადად, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი კარიერა პოლიტიკას დავუკავშირო“ - აღნიშნა კახიანმა.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია არც იმას გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნას პარლამენტი პოლიტიკური მიზნების გამო გააჭიანუროს.
გაჭიანურების მიზეზი კი რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეებია.
„მთავარია, ვინ აირჩევს და ირჩევს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, ამიტომ მის ნებაზეა დამოკიდებული გათავისუფლდება თუ არა არსებული სახელმწიფო კონიუნქტურისგან,“ - აღნიშნავს სპეციალისტი.
კონსტუტუცინალისტები პოლიტიკოსებს პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, საბოლოო ჯამში სასამართლოს იმიჯი ფუჭდება.

„ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები ღიად უპირისპირდებიან კონკრეტულ მოსამართლეებს. ეს უპირველეს ყოვლისა, უარყოფითად აისახება სასამართლოს იმიჯზე"- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42