ბილ მორგანი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანია. თუ რატომ, ამაში მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით:
ბილ მორგანი ავსტრალიელია. ის სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, როდესაც 1999 წელს გულის შეტევა დაემართა და 14 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში , ხოლო შემდეგი 12 დღე კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ და მორგანის ოჯახის წევრებს, რამდენჯერმე შესთავაზეს კიდეც, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გათიშვის უფლება მიეცათ, თუმცა ოჯახის წევრები ამაზე არ დათანხმდნენ.
საბოლოოდ ბილ მორგანი კომიდან გამოვიდა. მორგანს სურვილი ქონდა თავისი ამ ქვეყანაზე დაბრუნება მნიშვნელოვანი სიახლეებით აღენიშნა- გამოეცვალა სამსახური და ხელი ეთხოვა თავის რჩეულისთვის. საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში გაუმართლა. წარმატებებით გახარებულმა ბილ მორგანმა გადაწყვიტა ბედი ლატარიაშიც ეცადა, თუმცა ის ვერც კი წარმოიდგენდა, რას უმზადებდა იღბალი- მორგანმა ლატარიის გათამაშებაში 25 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილი მოიგო.
მორგანის საინტერესო ისტორიაზე სიუჟეტის გაკეთება ადგილობრივმა ტელევიზიამ მოისურვა, მათ ბილ მორგანს სთხოვეს, რომ ტელეგადაღებისთვის გაეთამაშებინა ლატარიაში მოგების მომენტი, მორგანიც დათანხმდა. გადაღების დროს ბილ მორგანმა ლატარიის ახალი ბილეთი იყიდა და სცენარის მიხედვით მისი გადაფხეკა დაიწყო, თუმცა მოხდა მოულოდნელი რამ, ახალ ბილეთზე ისევ მოგების აღმნიშვნელი ნიშანი გამოჩნდა, ამჯერად ბილ მორგანი 250 ათასი დოლარის მფლობელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






