როგორც "ბიბისი" იტყობინება, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქმედი ელჩი ტამერ ალ-საბხანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ ერაყის ხელისუფლებაში შიიტები არიან, საუდის არაბეთის ხელისუფლებაში - სუნიტები. ქვეყნები კი რეგიონალურ მეტოქეებად ითვლებიან.
ალ-საბხანმა განაცხადა, რომ შიიტები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, პროვოკაციაზე მიდიან და ქვეყნის შიგნით სუნიტებთან კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა, რომლის უკანაც ირანი დგას. ალ-საბხანის თქმით, მისი გაწვევის შემთხვევაშიც კი ერაყის მიმართ საუდის არაბეთის პოლიტიკა არ შეიცვლება.
ერაყში საუდის არაბეთის საელჩო გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.
ერ-რიადმა საელჩო 1990 წელს დახურა, ირაყის მიერ ქუვეითში შეჭრის შემდეგ.
ალ-საბხანი კი პირველი ელჩი იყო საელჩოს გახსნის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






