ივა ხასია აქციზის გაზრდის შემთხვევაში, უკონტროლო თამბაქოს შემოდინებას პროგნოზირებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:26, 29 Aug, 2016     2170
JTI-ს კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია მიიჩნევს, რომ თამბაქოს რეგულირების კანონპროექტი, რომლის ინიციატორი გუგული მაღრაძეა ნაჩქარევად შეიტანეს პარლამენტში განსახილველად. როგორც საინფორმაციო სააგენტო BPI-თან საუბრისას ხასია ამბობს, კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციები არც ბიზნესთან და არც მთავრობასთან გაუვლიათ.

„თავდაპირველად, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვა იყო, ჩვენ პარლამენტში ვიყავით. რეალურად, ეს კანონპროექტი ნაჩქარევად იყო შემუშავებული. არც ბიზნესთან და არც მთავრობასთან კონსულტაციები არ იყო გავლილი. შესაბამისად, კანონპროექტში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო ასახული.

რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით მთავრობას კანონპროექტის ავტორებისადმი შესაბამისი რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვს. მასში მთელი რიგი საკითხებია გაწერილი.

ამ ეტაპზე ჩვენ თვითონაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, როგორ მოხდება რეკომენდაციების ასახვა და უკვე შემდეგ, როდესაც განახლებული კანონპროექტი საჯარო გახდება, რა თქმა უნდა, დამატებითი კომენტარებიც გაკეთდება.

ხასიამ სააგენტოსთან სიგარეტზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქციზის მატებამ ქართულ ბაზარზე თამბაქოს უკანონოდ შემოდინება გამოიწვიოს.

„2013 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებდა აქციზი. ერთადერთი გამონაკლისი 2014 წელი იყო, როდესაც არ გაიზარდა. რა თქმა უნდა, თამბაქოს ფასიც აქციზზეა დამოკიდებული. როდესაც აქციზი იმატებს, ეს ფასზეც აისახება.

ამ წუთისთვის, გრძელვადიან შემთხვევაში ზუსტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. დღეს საქართველოში სიგარეტს ბევრად უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ვთქვათ, სომხეთში. როგორც კი სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, არის იმის რისკები, რომ თამბაქოს უკანონოდ შემოდინება მოხდეს.

ამის სამწუხარო გამოცდილება ქართულ ბაზარზე 2005 წელს უკვე გვქონდა. მაშინ აქციზის მატება გაუაზრებლად მოხდა. ძალიან დიდი ტემპებით. შესაბამისად, ამან კანონიერი ბაზრის დაკნინება გამოიწვია, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახა.

JTI-ს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში ნებისმიერი ცვლილებების შემუშავებაში ჩართული უნდა იყვნენ ამავე ბიზნესის წარმომადგენლები.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ბიზნესს, არ უნდა გადაწყდეს ისე, რომ ბიზნესთან კონსულტაციები არ გაიმართოს“,- აღნიშნა ხასიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42